Fedora-ის გადმოწერები
ეს განყოფილება შეიცავს ინსტრუქციებს, როგორ აირჩიოთ შესაბამისი დაყენების მედია გადმოსაწერად.
როგორც უკვე ვთქვით, Fedora Project-ის ვებგვერდი Fedora-ის ყველა გადმოწერის ბმულს შეიცავს. პირველ გვერდზე იხილავთ ყველა ხელმისაწვდომ გამოცემას, Spin-ებს, ლაბებს და ა.შ, როგორც ეს აღწერილია დაწყების ბმულებზე და შესაბამის დეტალების გვერდებზე. გადადით გვერდზე, რომელიც შეიცავს Fedora-ის თქვენთვის სასურველ ვარიანტს.
ახლა უნდა გააკეთოთ დამატებითი არჩევნები, როგორც ეს აქაა აღწერილი.
-
აპარატურის არქიტექტურა, რომელზეც Fedora-ის დაყენებას აპირებთ
-
დაყენების მედიის ტიპი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს
აპარატურის არქიტექტურა
უნდა დაადგინოთ: რომელი არქიტექტურისაა ჩემი კომპიუტერი?
სისტემის არქიტექტურა არსებითად განისაზღვრება პროცესორით. Fedora ოფიციალურად უჭერს მხარს Intel/AMD x86_64 და ARM aarch64 არქიტექტურებს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინსტალაციის მედია და Fedora-ს მხარდაჭერა PowerPC ppc64le და „big iron“ s390x-ისთვის - ყოველი შემთხვევისთვის.
Fedora-ის დაყენება არასწორი არქიტექტურის მედიით შეუძლებელია. გადახედეთ მწარმოებლის დოკუმენტაციას თქვენი პროცესორის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის.
თუ თქვენ უკვე იყენებთ Linux-ის დისტრიბუტივს შესაბამის კომპიუტერზე, ტერმინალში შეიყვანეთ ბრძანება 'uname -m', რომ გაიგოთ თქვენი არქიტექტურა. თუ გაქვთ სხვა ოპერაციული სისტემა, გამოიყენეთ სასურველი საძიებო სისტემა, რომ გაიგოთ, როგორ მოახდინოთ არქიტექტურის იდენტიფიკაცია ამნაირ კომპიუტერზე. ან, შეგიძლიათ, მოძებნოთ თქვენი აპარატურა (პროცესორის/CPU-ის მოდელი, მომწოდებლის პროდუქტის ნომერი და ა.შ.): პროცესორი/CPU განსაზღვრავს არქიტექტურას.
თუ დარწმუნებული არ ბრძანდებით, რომელი არქიტექტურა გაქვთ, შეხედეთ ქვემოთ ცხრილს: წესით, ის დაგეხმარებათ ამის გაგებაში.
პროცესორის მწარმოებელი და კომპიუტერის | არქიტექტურის ტიპები Fedora-სთვის |
---|---|
კომპიუტერების უმრავლესობა Intel-ის და AMD-ის პროცესორებით. Mac-ის კომპიუტერები Apple M1-მდე. სერვერები, სამუშაო მაგიდები, სახლის კომპიუტერები, ნოუთბუქები და ზოგიერთი ნეტბუქი და ტაბლეტი |
'x86_64' |
Intel-ის და AMD-ის პროცესორების გარდა თითქმის ყველა პროცესორი. Mac-ის კომპიუტერები Apple M1-დან დაწყებული, Raspberry Pi და მსგავსები, ტაბლეტების უმრავლესობა, ზოგიერთი ნეტბუქი |
ARM® aarch64` |
ARM-ის არქიტექტურების შესახებ. Fedora-ს, მხოლოდ 64-ბიტიანი არქიტექტურის, aarch64 და arm8-ის მხარდაჭერა აქვს, ისიც 37-ე ვერსიაში, ან უფრო ახალში. ძველი, 32-ბიტიანი არქიტექტურების, როგორიცაა armhfp, ან arm7, მხარდაჭერა აღარ არსებობს.
მედიის ტიპები
Fedora-ს აქვს დაყენების მედიის 4 სხვადასხვა ტიპი, რომ თქვენს მოთხოვნებს მოერგოს.
- ცოცხალი დისკის ასლის ფაილები
-
ცოცხალი დისკის ასლისს ფაილები ("Live ISO") განკუთვნილია კომპიუტერის ჩასატვირთად და რომ საშუალება მოგცეთ, გადახედოთ Fedora-ს, მის დაყენებამდე. პირდაპირ დაყენების პროგრამაში ჩატვირთვის მაგიერ ცოცხალი დისკის ასლი ჩატვირთავს თითქმის იგივე გარემოს, რომელსაც დაყენების შემდეგ მიიღებთ.
ფაილის ტიპია '.iso'. ეს ფაილი ჩატვირთვად მედიაზე, ჩვეულებრივ USB დისკზე, ან ჯერ კიდევ CD/DVD-ზე უნდა გადაიტანოთ.
გამოიყენეთ ცოცხალი დისკის ასლი, რომ დააყენოთ სასურველი სისტემა, შეამოწმოთ Fedora ახალ აპარატურაზე, მოაგვაროთ პრობლემები, ან გაუზიარეთ ის მეგობრებს.
ცოცხალი დისკის ასლის ფაილები, მხოლოდ, Fedora Workstation-ს, Fedora Spin-ებს და ზოგიერთი Fedora Labs-ს აქვს.
- სტანდარტული დისკის ასლის ფაილები
-
სტანდარტული დისკის ასლის ფაილები ("სტანდარტული ISO") იქმნება კომპოუტერის ჩასატვირთად პირდაპირ დაყენების გარემოში. ისინი შეიცავენ ყველა ფაილს, რომელიც დასაყენებლადაა საჭირო და ზოგიერთს დამატებითი არჩევნები და მორგების პარამეტრები გააჩნია.
ფაილის ტიპია '.iso'. ეს ფაილი ჩატვირთვად მედიაზე, ჩვეულებრივ USB დისკზე, ან ჯერ კიდევ CD/DVD-ზე უნდა გადაიტანოთ.
გამოიყენეთ სტანდარტული დისკის ასლის ფაილი, რომ სისტემა დააყენოთ მაშინ, როცა ინტერნეტთან კავშირი არ არსებობს, ან ის ძალიან ნელია.
სტანდარტული დისკის ასლის ფაილების სახით ხელმისაწვდომია Fedora Server, Fedora IoT, Fedora CoreOS, Fedora Silverblue, და Fedora Kinoite.
- ქსელიდან დაყენების დისკის ასლის ფაილები
-
ქსელიდან დაყენების ფაილები ("Netinstall ISO") განკუთვნილია, რომ ჩატვირთოთ კომპუტერი პირდაპირ დაყენების გარემოში. მაგრამ მათ, მხოლოდ, მინიმალური სისტემა აქვთ თან, რომ ჩაიტვირთონ და ინტერნეტს დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ სისტემა დაყენებისთვის ყველა საჭირო ფაილს Fedora-ის პაკეტების რეპოზიტორიებიდან გადმოიწერს.
ფაილის ტიპია '.iso'. ეს ფაილი ჩატვირთვად მედიაზე, ჩვეულებრივ USB დისკზე, ან ჯერ კიდევ CD/DVD-ზე უნდა გადაიტანოთ.
გამოიყენეთ ქსელიდან დაყენების დისკის ადლის ფაილი, თუ სისტემას აქვს სტაბილური და მისაღებად ჩქარი კავშირი ინტერნეტტან. დაყენებისას პაკეტები უკვე უახლესი ვერსიებით იქნება.
ქსელიდან დაყენების დისკის ასლის ფაილები ამჟამად, მხოლოდ, Fedora Server-ის დაყენებისთვისაა ხელმისაწვდომი.
- ფაილური სისტემის დისკის ასლის ფაილები
-
დისკის ასლის ფაილები წინასწარ დაყენებულ და მორგებულ სისტემას წარმოგიდგენთ, რომელიც მზადაა, გაეშვას სპეციფიკურ გარემოში, როგორიცაა ვირტუალური მანქანა (მაგ: ღრუბლოვანი სისტემა ან სპეიციფიკური აპარატურა, როგორიცაა SBC, მაგ: Raspberry Pi, ან მისი ალტერნატივები).
ფაილის ტიპი უმრავლეს შემთხვევაში არის '.raw', ან '.qcow2'. თქვენ უნდა გამოიყენოთ გაშვების გარემოს შესაბამისი დაყენების პროგრამა, რომელცსაც მოგაწვდით ან Fedora (SBC-ების შემთხვევაში), ან გაშვების გარემოს პროვაიდერი (მაგ. ღრუბლოვანი სისტემების პროვაიდერი, როგორიცაა Amazon AWS).
გამოიყენეთ ფაილური სისტემის დისკის ასლის ფაილები, თუ აპირებთ, გამოიყენოთ ერთ-ერთი გაშვების გარემო.
Want to help? Learn how to contribute to Fedora Docs ›